ესპანელმა მეცნიერმა გზის განათების ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა

Modern Roofing

ესპანელი მეცნიერის ინოვაციის საშუალებით, საავტომობილო და საფეხმავლო გზების განათება ელექტროენერგიის გარეშე იქნება შესაძლებელი – მიჩოაქანის უნივერსიტეტის პროფესორმა, ხოსე კარლოს რუბიომ შეიმუშავა ინოვაციური ცემენტი, რომელიც ღამე ანათებს.

რუბიომ ინოვაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაიწყო. მეცნიერმა ცემენტის მიკროსტრუქტურა შეცვალა და მას ფლუორესცენტული კომპონენტები დაუმატა (ფლუორესცენტულ კომპონენტებს მზის ენერგიის შთანთქმა და მისი სინათლის სახით გამოფრქვევა შეუძლიათ).

ნებისმიერი ტიპის ნაგებობა თუ გზა, რომელიც ამ ინოვაციური მასალის გამოყენებით აშენდება, დღის განმავლობაში შთანთქმული მზის სინათლისგან მიღებულ ენერგიას 12 საათის განმავლობაში გამოასხივებს.

მეცნიერმა გაითვალისწინა, რომ გამოგონება გარემოსთვის მავნელებელი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მის შესამუშავებლად მხოლოდ ბუნებრივი მასალები გამოიყენა და შედეგად, მისი საექსპლუატაციო ვადა 100 წლამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციური ცემენტი მწვანე და ცისფერ ნათებას ასხივებს და მისი სიბნელეში შემჩნევა მძღოლებსა და ველოსიპედისტებს არ გაუჭირდებათ.

მსგავსი სტატიები