ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის ესპანეთის კერძო სექტოში 4.2 მილიარდ ევრომდე პოტენციალია

Construction News

“სიმენსის” ფინანსური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ესპანეთის ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის კერძო სექტორში 4.2 მილიარდ ევრომდე პოტენციალია. ქვეყანაში, გარემოსდაცვით საკითხებში ინვესტიციის მოზიდვის ყველაზე დიდ ალტერნატივად, კერძო სექტორის კაპიტალს მიიჩნევენ.

The Green Building Insider-ის მიხედვით, ქალაქებს შორის ეკოლოგიურად სუფთა შენობებით დედაქალაქი მადრიდი გამოირჩევა, სადაც ყოველწლიურად ფიქსირდება ეკოლოგიურად სუფთა შენობების რიცხვის ზრდა. სიაში დედაქალაქს ბარსელონა მოსდევს, რომლის ადგილობრივი ხელისუფლება მდგრადი განვითარების დამკვიდრებას დიდ ყურადღებას აქცევს.

ესპანეთში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა შენობად, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი (EQUIPO) არის აღიარებული, რომელიც საპორტო ქალაქ ალიკანტეში მდებარეობს. მეორე, ყველაზე ეკოლოგიური შენობა “Torre Rioja” მადრიდში მდებარეობს და მისი ფართობი 22,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ცნობისთვის, ესპანეთის მასშტაბით სულ 166 შენობას აქვს მდგრადი შენობის სტატუსი, მათ შორის 98 საოფისე, 24 კომერციული და 11 ინდუსტრიული დანიშნულების ობიექტია.

მსგავსი სტატიები