ესპანეთში ქარის 4 ენერგოსადგურის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მშენებლობისთვის €116 მილიონი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს განახლებადი ენერგიის იტალიური კომპანია “Enel Green Power” ახორციელებს.
worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, ქარის 4 ენერგოსადგური წელიწადში დაახლოებით 375 გვ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. წარმოქმნილი ენერგია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად 247,894 ტონა CO2-ის გამოყოფას შეუშლის ხელს.
კომპანიის განცხადებით, განხორციელებული პროექტი დაეხმარება ესპანეთს ეკოლოგიურად სუფთა მიზნების მიღწევაში. ენერგოსადგურები 2019 წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას.