ესპანეთში ინოვაციური ტექნოლოგიით მბრუნავი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავენ

Modern Roofing

ესპანეთში ახალი სტარტაპის საშუალებით ინოვაციურ საცხოვრებელ სახლს ააგებენ, რომელიც თავისი ღერძის გარშემო მზის მოძრაობასთან ერთად იბრუნებს. პროექტს “Sun House 360º” უწოდეს და იგი მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს თერმულ კომფორტს.

რკინაბეტონისგან აგებულ სახლს წრიული ფორმა ექნება და მისი დიამეტრი საშუალოდ 18,5 მეტრზე მეტი იქნება. სახლის 15-წუთიანი მოძრაობის ციკლს მაღალტექნოლოგიური სისტემის ორი ძრავი უზრუნველყოფს. ინოვაციურ საცხოვრებელში ელექტროენერგიის წარმოებისთვის 2 მზის პანელიც დამონტაჟდება.

თერმული იზოლაციისა და მაღალი ხარისხის მასალის გამოყენებით, “Sun House 360º”  ნახშირორჟანგის გამოფრქვევას თითქმის 68%-ით, ხოლო ენერგიის ხარჯებს 70%-ით შეამცირებს.

მსგავსი სტატიები