ესპანეთში დრონები და ფრანები განახლებადი ენერგიის გენერირებას მოახდენენ

Modern Roofing

მადრიდში კარლოს III-ს უნივერსიტეტში (UC3) მკვლევართა ჯგუფმა ინოვაციური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ქარის ენერგიის გამოყენების სფეროში​ დრონებისა და ფრანების პოტენციალს იკვლევს.

პროგრამა სახელწოდებით “საავიაციო ენერგიის სისტემა“ (AWES) საზღვრავს, რამდენად შეიძლება დრონებმა და ფრანებმა კინეტიკური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის ფუნქცია შეასრულონ.

Sciencedaily-ს ინფორმაციით, სტანდარტული ქარის ტურბინები, როგორც წესი, ძვირი და მძიმე როტორებისგან შედგება. ესპანელ მკვლევართა პროგრამა კი ქარის ენერგიის გენერირების საშუალებად შედარებით მსუბუქი მოწყობილობების ჩართვას ითვალისწინებს.  

ფრანებისა და დრონების 500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე განთავსება სისტემის უპირატესობად ითვლება, რადგან ამ სიმაღლეზე ქარის ინტენსივობა თითქმის არ იცვლება.

პროგრამას ესპანეთის საავიაციო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი უჭერს მხარს. ის ოფიციალურად დარეგისტრირებულია და მისი გამოყენება დიზაინის ოპტიმიზაციისა და ენერგიის გენერირების კვლევითი მიზნებისთვის შეიძლება. ცნობისთვის, მსგავსი კვლევების ფინანსური მხარდამჭერი ევრო კომისია და მსხვილი კერძო კომპანია “გუგლია”.

მსგავსი სტატიები