სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის სახლი იწვის. ადგილზე 6 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო უწყება, შემთხვევას სირთულის მიხედვით მეორე კატეგორიად აფასებს.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.