ერაყში 1350 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენს ააშენებენ

Construction News

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ. მისი სიმაღლე 1350 მეტრი იქნება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობა დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ამ ეტაპზე, პროექტისა შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შენობა 275-სართულიანი იქნება. არქიტექტორის, ბიუჯეტისა და მშენებლობის პერიოდის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით გასაჯაროებული არაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს დაკარგავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ცათამბჯენი „ბურჯ ხალიფა“ (828 მ).

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ამბიციური პროექტი არ არის, რომლის განხორციელებას ერაყის ხელისუფლება ბაღდადში აპირებს. ერაყის დედაქალაქში ასევე იგეგმება სპორტული ქალაქის აგება, რომლის ფარგლებში 100 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება. პროექტის სპონსორი საუდის არაბეთია.

მსგავსი სტატიები