ენერგოომბუდსმენი: ბუნებრივი აირის მოხმარებაზე საკანონმდებლო პაკეტის მიღება აუცილებელია

Construction News

ენერგოომბუდსმენი ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების პრევენციაზე საუბრობს. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია საკანონმდებლო პაკეტის მიღება და პირველ რიგში, გამათბობლების მონიტორინგი.

მისივე თქმით, კორპუსებში უნდა მოხდეს შიდა ქსელის მონიტორინგი. ახალ შენობებში მოსახლეობა საცხოვრებლად არ უნდა შევიდეს, სანამ ენერგო კუთხე მოწესრიგებული არ იქნება. ასევე, უნდა ჩამოყალიბდეს მონიტორინგის კერძო ან სახელმწიფო სამსახური, რათა მოქალაქეები ბუნებრივი აირის გამო არ მოიწამლონ.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც გაზის გამათბობლებს ბუნებრივი აირის მილებთან თვითნებურად აერთებს.

სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვა წლევანდელ წელსვე მოხდება.
1tv.ge

მსგავსი სტატიები