ენერგოეფექტური კედელი – ინოვაციური გადაწყვეტა

Modern Roofing
Construction News

ენერგოკრიზისი და ეკოლოგიური კატასტროფები, დღევანდელი მსოფლიოს მთავარ გამოწვევებად არის აღიარებული და ყველა, ვინც უკეთესი მომავლის შექმნაზე ზრუნავს, პირველ ამოცანად ისახავს გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს.

დედამიწის ბუნებრივი რესურსების მარაგის შემცირების ფონზე, დიდ მნიშვნელობას იძენს  მშენებლობაში ენერგოეფექტური მასალებისა და იმ სამშენებლო პრინციპების გამოყენება, რომლებიც დადებითად აისახება როგორც ბუნებაზე, ასევე ადამიანების ჯანმრთელობასა და ფინანსებზე.

თბოიზოლაცია ენერგოეფექტურობისთვის

შენობების ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაწყვეტისა და საცხოვრებელში კომფორტული პირობების შექმნის თვალსაზრისით, შენობის თბოიზოლაციის მოწყობა გარედან, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამიტომ, ისევე როგორც მსოფლიოს სულ მცირე 35 ქვეყანას, „კნაუფი“ ქართველ მომხმარებელსაც სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ გარე კედელს, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან შედგება და ტრადიციულ კედელთან შედარებით უპირატესობები გააჩნია.

კერძოდ, „კნაუფის“ გარე კედელს ახასიათებს მაღალი თბოსაიზოლაციო და ხმის საიზოლაციო თვისებები, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სითბოს დანაკარგი, ასევე შემცირდეს ენერგიის ხარჯი შენობის გათბობასა და კონდიცირებისას, შესაბამისად კი გაიზარდოს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობა. „კნაუფის“ მასალების თბოსაიზოლაციო თვისებები ქმნიან მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შენობაში მთელი წლის განმავლობაში – წლის ცივ პერიოდში სითბოს,  თბილ პერიოდში კი სიგრილის შენარჩუნებით.

ენერგოეფექტური კედელის შემადგენლობა

„კნაუფის“ თბოსაიზოლაციო გარე კედელი რამდენიმე შრისგან შედგება:

  • „კნაუფის“ თაბაშირმუყაოს ფილა;
  • ორთქლის მაკონტროლებელი ფენა LDS 100;
  • მამჭიდროვებელი ლენტი LDS;
  • „კნაუფის“ ქვაბამბა 035;
  • „კნაუფის“ მეტალის კოროზია გამძლე პროფილი;
  • აკვაპანელის საიზოლაციო მემბრანა Tyvek;
  • აკვაპანელის ცემენტის გარეთა ფილა;
  • აკვაპანელის ნაკარების ფითხი – ნაცრისფერი;
  • აკვაპანელის ლენტი (10 სმ);
  • აკვაპანელის გარე მაარმირებელი ბათქაში – თეთრი;
  • აკვაპანელის არმირების ბადე;
  • აკვაპანელის დასაგრუნტი მასალა;
  • აკვაპანელის დეკორატიული ბათქაში;

სიმძიმე თუ სიმსუბუქე?

„კნაუფის“ თბოსაიზოლაციო გარე კედელი, რომლის ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 50 კილოგრამს იწონის, ნებისმიერი ტიპის შენობის ასაგებად გამოიყენება. ის განსაკუთრებით  ეფექტურია  მრავალსართულიანი შენობებისთვის, რადგან ტრადიციული ბლოკის კედელი ოთხჯერ უფრო მძიმეა. შესაბამისად აღსანიშნავია, რომ თავისი სიმსუბუქიდან გამომდინარე “კნაუფის” კედელი სეისმოლოგიურად გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია, მძიმე კედელი – არ ნიშნავს უფრო თბილ ან უფრო გრილ კედელს, მნიშვნელოვანია შემადგენლობა, რაც განაპირობებს  სწორედ მის ენერგოეფექტურობას.

ჰიდროიზოლაცია

 „კნაუფის“ თბოსაიზოლაციო გარე კედლის შემადგენელი მასალები ხელს უწყობენ ჰიდროიზოლაციას, რაც ნიშნავს, რომ „კნაუფის“ გარე კედელი ნესტგამძლეა, აქვს ყინვა-ლღვობის ციკლებისადმი გამძლეობა, ობისადმი, ქარისადმი, ასევე წვიმისა და სეტყვისადმი გამძლეობა, რადგან აკვაპანელის ცემენტის გარეთა ფილა 100%-ით ტენგამძლეა, ხოლო აკვაპანელის  საიზოლაციო მემბრანასთან ერთად იცავს საბაზო სტრუქტურას ძლიერი წვიმისგან. გარდა ამისა, ტუტიანობის გამო ის ობის გაჩენისგანაც დაცულია.

ხმის იზოლაცია

 „კნაუფის“ გარე კედელს გააჩნია მაღალი (60 დეციბელი) ბგერათსაიზოლაციო თვისებები. კერძოდ, „კნაუფის“ მინერალური ბამბის თბოიზოლაციას ბოჭკოვანი სტრუქტურის წყალობით აქვს მაღალი ბგერათსაიზოლაციო უნარი, რადგან მასალის ბოჭკოები შთანთქავენ ბგერითი ტალღების ენერგიას მთელი სიხშირეების დიაპაზონში.

ცეცხლმედეგობა

„კნაუფის“ თბოსაიზოლაციო მასალებს გააჩნიათ კარგი ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები. მინერალური ბამბის ფუძეს წარმოადგენენ არაწვადი ბუნებრივი კომპონენტები, რაც არ უწყობს ხელს ცეცხლის გავრცელებასა და გაკვამლიანებას ხანძრის შემთხვევაში. „კნაუფის“ გარე კედლის ცეცხლმედეგობა მინიმუმ 30 წუთია.

კედლის სუნთქვა

„კნაუფის“ თბოსაიზოლაციო მასალების ბოჭკოვანი სტრუქტურა  უზრუნველყოფს წყლის ორთქლის მაღალ შეღწევადობას. თბოიზოლაციის ამ მნიშვნელოვანი თვისების – „სუნთქვის“ წყალობით, წყლის ორთქლი შეუფერხებლად ტოვებს ფართს,  გადის სამშენებლო მასალებში და დამათბუნებლის ფენაში, ამასთანავე ინარჩუნებს  სამშენებლო  კონსტრუქციებისა და ადამიანებისათვის ტენიანობის კომფორტულ რეჟიმს, ხოლო ორთქლშეღწევადობის მაღალი დონე, ხელს უწყობს შენობაში ხელსაყრელი მიკროკლიმატის შენარჩუნებასა და სამშენებლო კონსტრუქციების ხანგამძლეობას.

ეკოლოგიურად უსაფრთხო

აღსანიშნავია, რომ „კნაუფის“ თბოსაიზაოლაციო პროდუქციას გავლილი აქვს თბოგამტარობისა და ეფექტური ექსპლუატაციის ვადისადმი ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის რესურსული ცდები. გარდა ამისა, ისინი ექვემდებარება მეორად გადამუშავებას. ასევე გავლილი აქვს ყველა საჭირო ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა, მზადდება ბუნებრივი მასალებისგან, იწარმოება მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით. შესაბამისად, პროდუქტი უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

კნაუფის ენერგოეფექტური კედელი ქართულ მშენებლობაში

„კნაუფის“ თბოსაიზოლაციო მასალებით  სარგებლობენ საქართველოში  წამყვანი სამშენებლო/დეველოპერული კომპანიები. ერთ-ერთი მათგანია კომპანია “M2”, რომელიც თბილისში „კნაუფის“ მასალების გამოყენებით ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

„კომპანია „Knauf“ „M2“-ის სანდო პარტნიორია. ჩვენ ვთანამშრომლობთ საცხოვრებელი კომპლექსის „M2 ყაზბეგზე 2“ -ის მშენებლობის პროცესში და ვიყენებთ „Knauf“-ის პროდუქციას, როგორც სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ პროდუქტს“ – აცხადებენ კომპანია „M2“-ში.

ეფექტურობა ციფრებში

შენობაში ენერგომოხმარების შემცირების შედეგად მცირდება შენობის გათბობისა და გაგრილების დანახარჯები, შესაბამისად ენერგოეფექტურ კედელზე გაწეული ხარჯები შემდგომში მოკლე ვადაში ანაზღაურდება, რადგან კომფორტული კლიმატის შესანარჩუნებლად შენობა მოიხმარს ნაკლებ ენერგიას. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია შევადაროთ კნაუფის როგორც ერთმაგი, ასევე ორდგარიანი კედელი, ტრადიციული წყობით ნაშენი გაზობეტონისა და აგურის კედელს.

მაგალითად, იანვარში (თვის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -0,6 გრადუსს), ოთახის ტემპერატურა ავიღოთ 20 გრადუსი. შესადარებელი კედლის ფართობი ავიღოთ 30 კვ.მეტრი.

კედლის თბოიზოლაციის კოეფიციენტზე დამოკიდებულია შენობის თბური დანაკარგების სიდიდე. რაც უფრო მცირეა აღნიშნული კოეფიციენტი, მით უფრო უკეთესი თბოსაიზოლაციო თვისებები აქვს კედელს. შესაბამისად:

დანაკარგები კნაუფის კედლისათვის: 0,28*(20-(-0,6))*30*31*24 = 128741,76 ვატი;

დანაკარგები აგურის კედლისათვის: 1,33*(20-(-0,6))*30*31*24 = 611523,36 ვატი;

სხვაობა: 611523,36 -128741,76 = 482781,6 ვატი;

დასასრულს, რომ შევაჯამოთ, კნაუფის ენერგოეფექტური კედელი ეს არის:

  • მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია
  • ჰიდროიზოლაცია
  • ხმის იზოლაცია
  • ცეცხლმედეგობა
  • სეისმომედეგობა
  • კომფორტული ტენიანობა
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო
სამშენებლო სექტორი დღითიდღე იზრდება და ვითარდება. განვითარება ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს, ხოლო მსოფლიოს წამყვანი კომპანიები პასუხობენ ამ გამოწვევებს და ინოვაციური გადაწყვეტილებებით ქმნიან ახალ შესაძლებლობებსა  და კომფორტულ სივრცეს მომავალი თაობებისთვის.

ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები