ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც სუბსიდირების გარეშე ხორციელდება, ჩინეთში პრიორიტეტი ენიჭება

Construction News

სუბსიდირების გარეშე მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტებს, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიის საწარმოების მშენებლობას, ჩინეთში პრიორიტეტად ასახელებენ.

Econews-ის ინფორმაციით, ქვეყანაში მზის ენერგიის პროექტებისთვის გამოყოფილი ფინანსების მოცულობამ 2019 წლისთვის 448 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 112 მილიონი განკუთვნილია სახურავებზე მზის პანელების განთავსებისთვის, რომლის საშუალებითაც დამატებით 3.5 გიგავატი ენერგიის წარმოებას ვარაუდობენ.

ყურადღება გამახვილდება ქარის ენერგიის ათვისებაზეც. ჩინეთში ქარის ენერგიის მოცულობა 2018 წლისთვის 184 გიგავატს შეადგენდა. “ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაცია” (NEA) 2020 წლისთვის მოცულობის 210 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით მიმდინარე პროექტებს წელს უფრო აქტიურად გააკონტროლებენ. წარმოების ხარჯების სწრაფი ვარდნის შემდეგ, ჩინეთში განახლებადი ენერგიის პროვაიდერებისთვის სუბსიდიების მოცულობა თანდათან მცირდება.

მსგავსი სტატიები