“ტესლას” მზის პანელების ფასი მცირდება

Construction News

“ტესლას” წარმომადგენლების თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით კომპანია სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც მათ მზის პანელების ფასი შეამცირეს. ერთი ვატის ღირებულება ამ ეტაპზე 1.75-1.99 დოლარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში გაყიდული ენერგეტიკული ერთეულის ფასი საშუალოდ 42%-ით არის შემცირებული. პანელების ღირებლების შემცირებით კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მათზე მოთხოვნა გაიზრდება.

თავდაპირველად “ტესლას” მზის ენერგიის ბაზარს პოტენციურად შემოსავლიანად აფასებდნენ, თუმცა ძალიან სწრაფად გაყიდვების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. კომპანიის გაყიდვების სპეციალისტების აზრით, ამის გამომწვევ მიზეზად ნაწილობრივ მზის პანელების ყიდვის გახანგრძლივებული პროცედურაც შეიძლება დასახელდეს. ცნობისთვის, აქამდე მყიდველებს პანელების შეძენა პირდაპირ კომპანიის ვებგვერდიდან არ შეეძლოთ. მათ ჯერ გაყიდვების სპეციალისტისგან უნდა მიეღოთ გარკვეული რჩევები.

მსგავსი სტატიები