„ენგურჰესი“ წელს აღარ გაჩერდება

Construction News

ენგურის ჰიდროელექტროსადგური 2019 წელს აღარ გაჩერდება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა, ლევან მებონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ის სამუშაოები, რაც ჰესის გაჩერებას გამოიწვევს, გადავადდა და, სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში განხორციელდება. შესაბამისად, ენგურჰესის გაჩერებაც 3-4 თვით სწორედ მომავალ წლებშია მოსალოდნელი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ენგურჰესი” მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე იდგა, რადგან ელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზე იყო, რასაც სპეციალისტები აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას უკავშირებდნენ.

მსგავსი სტატიები