ელექტრომობილების ბაზარი ტემპს იკრებს

Construction News

“ელეტრომობილობა” არ ნიშნავს თავისთავად კლიმატის ეფექტურ დაცვას, ჩვენ გვესაჭიროება გეგმაზომიერი ენერგეტიკული გადასვლა, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებითაც, რომ რეალურად შევცვალოთ ნახშირბადის კვალი გარემოში” – აცხადებს ფოლკსვაგენის გენერალური დირექტორი ჰერბერტ დისი.

საერთაშორისო მკვლევარების ჯგუფმა, ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარი შეისწავლა.

ელექტრომობილების ბაზარი ტემპს იკრებს

ის ფაქტი, რომ ელეტრომიბილებს 2-იდან – 3 პროცენტამდე წილი უჭირავთ მსუბუქი ავტომობილების ბაზარზე, საკმაოდ დიდი პერსპექტივის მაჩვენებლია ავტომწარმოებლებისა და ავტოიმპორტიორებისთვის.

დამტენი მოწყობილობების მწარმოებლები, მესამე ჯგუფის ბენეფიაციარებად ითვლებიან ამ სექტორში, რომლებსაც შეიძლება ითქვას “ოქროს ხანა” ელით.

  • აშშ და ჩინეთი ლიდერობენ ელექტრომობილის ბაზრის ზრდის ტემპით, ხოლო ევროპა ჩამორჩება მათ.
  • ელექტრომობილის ელემენტის ბაზარს უდიდესი პოტენციალი აქვს.
  • ელექტრომობილის უსადენო დამუხტვა, ბაზრის რევოლუციად მიიჩნევა.

ვარაუდობენ, რომ 2016 – 2026 წლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ელეტრომობილების ბაზრის 30%-ის მომხმარებელი იქნება. ამ მჭიდროდ დასახლებული რეგიონისთვის ეს არ არის გასაკვირი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ საშუალო კლასი აქ საგრძნობლად იზრდება და ძლიერდება.

მსოფლიოში, ელეტრომობილების ბაზარი  2017 წელს 118.86 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლისთვის ვარაუდობენ რომ ეს მაჩვენებლი 567.3 მილიარდს მიაღწევს.

რაც შეეხება ელეტრომობილების ელემენტების ბაზარს, 2016 წელს 14.99 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2026 წლისთვის ვარაუდობენ, რომ 93.94 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

2018 წელს, ელექტრომობილების გაყიდვებში ტესლა ლიდერობს, ხოლო მწარმოებლების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები ასე გამოიყურება:

მასალა მომზადებულია EV Sales, insideevs.com, statista,com – ის ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

მსგავსი სტატიები