ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე მსმენელთა მისაღებად .
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე) და დამამთავრებელი მე-4 კურსის სტუდენტებს.
სწავლება ორ სემესტრიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას “სსე”-ს ხელმძღვანელობასთან, მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება “სსე”-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.
მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: