ეკოლოგიური მდგომარეობის გამო ქალაქ კისილიოვსკის მცხოვრებლებს გადაასახლებენ

Construction News

კისილიოვსკის მერი, ქალაქის 71 ოჯახს ახალ საცხოვრებელს დაპირდა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, კისილიოვსკის მცხოვრებლებმა კანადას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს.

ახალ საცხოვრებელში დაახლოებით 71 ოჯახს გადავიყვანთ. ამჟამად მიმდინარეობს მათი აღწერა, სოციალური მუშაკები აქტიურად მუშაობენ. ზოგი არ უშვებს სოციალურ მუშაკს სახლში, ზოგს კი საერთოდ არც უნდა გადასვლა”, – განაცხადეს ქალაქის ადმინისტარციაში.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ გასახლების შემდეგ, არსებული სახლების დემონტაჟი განხორციელდება.

მანამდე, ვრცელდებოდა კისილიოვსკის მცხოვრებლების ვიდეო მიმართვა, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო – ქალაქში, დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს, ქვანახშირის მოპოვება ღია კრიერული წესით ხდება, რაც არაჯანსაღ გარემოს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსგავსი სტატიები