ეკვადორის დედაქალაქში მრავალსართულიანი შენობა გაამწვანეს

Construction News

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, არქიტექტურულმა სტუდიამ “Oficina de Diseño” მრავალსართულიანი შენობა პატარა ტყეს დაამსგავსა.

“Sunflower Tower” დაახლოებით 77,000 კვ.მ ფუტს მოიცავს და მის ყველა სართულზე მცენარეებია დარგული, მათ შორის მზესუმზირები.

საცხოვრებელი შენობის მცენარეული საფარით მოწყობის მიზეზი, ლათინურ ამერიკაში ენდემური სახეობების გადაშენება გახდა. შენობის ყველა სართულის აივანზე აყვავებულ მცენარეებს მზისგან დამცავი ფასადით იცავენ.

არქიტექტორის თქმით, შენობაზე განთავსებული მცენარეები ხელს უშლიან ნახშირბადის გამოყოფას და ბინადრები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობენ.

მსგავსი სტატიები