ეკატერინბურგში ეკლესიის მშენებლობის პროცესს პოლიცია იცავს

Construction News

ეკატერინბურგის სკვერში, დრამატული თეატრის მახლობლად, მართლმადიდებული ეკლესიის მშენებლობის პროცესი პოლიციის თანხლებით მიმდინარეობს. ხელისუფლება ტაძრის მშენებლობას აქტივისტებისგან იცავს, რომლებსაც სკვერის შენარჩუნება სურთ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ხელისუფლებასა და ეკლესიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ და მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ. თავის მხრივ, ეპარქია აქტივისტებს ექსკალაციისთვის ბრალს დებს და აცხადებს, რომ არ აპირებენ გეგმების შეცვლას.  

შეგახსენებთ, რომ ეკლესიის მშენებლობას 13-14 მაისს რამდენიმე ათასი ადამიანი აპროტესტებდა. მიუხედავად პროტესტისა ეკლესიის მშენებლობა არ შეჩერებულა.

ფოტო – svoboda.org

მსგავსი სტატიები