ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზე მთავრობა ‎€72 მილიონს გამოყოფს

Construction News

პარიზში, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე “მწვანე ოაზისის” გაშენებას გეგმავენ. მასშტაბური გეგმის განსახორციელებლად პარიზის მთავრობა 72 მილიონ ევროს გამოყოფს.

პარიზის მერის, ანე ჰიდალგოს თქმით, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ეიფელის კოშკის გარშემო ავტომოძრაობა აიკრძალება და ზონა მთლიანად გამწვანდება.

პროექტის მიხედვით, ეიფელის კოშკიდან ტოკადეროს მოედნამდე დაახლოებით, 54 ჰექტარზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი მოეწყობა, Pont d’Iéna სრულიად გამწვანდება და მიმდებარე ტერიტორია ავტომობილებისთვის ჩაიკეტება. ეიფელის კოშკის წინ, სანაპიროზე მდებარე 4-ზოლიანი საავტომობილო გზა კი 2-ზოლიანად გადაკეთდება.

გამწვანების პროექტზე არქიტექტორი კატრინ გუსტაფსონი მუშაობს. ცნობისთვის, მან ლონდონში პრინცესა დიანას სამახსოვრო მემორიალი დააპროექტა.

მსგავსი სტატიები