ევროპულ შრომით ბაზარზე კვალიფიციურ სამშენებლო მუშაკებზე მოთხოვნაა

Construction News

საქართველო-პორტუგალიას შორის დროებითი შრომითი მიგრაციის საკითხზე დაწყებული მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე კონკრეტული დარგები და კვოტები განისაზღვრება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საამისოდ ჯერ პორტუგალიის შრომითი ბაზრის კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა მისი საჭიროებები გამოვლინდეს.

საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ევროპულ შრომით ბაზარზე კვალიფიციურ, ფართო პროფილის სამშენებლო მუშებზე, შემდუღებლებსა და სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებზეა მოთხოვნა.

პირველი არხის ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო ეტაპებზე სპეციალიზაციის არეალი გაიზარდოს და მოთხოვნა უკვე მომსახურების ინდუსტრიაში, სასტუმროებში, აგროკულტურისა თუ აიტი ტექნოლოგიების დარგში მომუშავე სპეციალისტებზეც იყოს.

მსგავსი სტატიები