ევროპის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენის „მოსკოვი-სითი“ მშენებლობა, რომელიც რუსეთის დედაქალაქშია დაგეგმილი, 30 მილიარდი რუბლი დაჯდება.
პროექტში ამ თანხის ინვესტიციას კომპანია “მოსინჟპროექტი” განახორციელებს.
104-სართულიანი “მოსკოვი-სითი” 405 მეტრი სიმაღლის იქნება, მისი საერთო ფართობი კი – 280 ათას კვ.მ-ს გადააჭარბებს. შენობაში განთავსდება როგორც საცხოვრებელი ნაწილი, ასევე კომერციული ფართები. მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.