ევროპის ყველაზე დიდი აგურის ქარხნის მშენებლობაზე £95 მილიონი დაიხარჯება

Construction News

ევროპის ყველაზე დიდი აგურის ქარხანა დიდ ბრიტანეთში, ლესტერში აშენდება.აგურის მწარმოებელმა კომპანიამ „Forterra“ ახალი ქარხნის მშენებლობა უკვე დაიწყო. მშენებლობაზე £95 მილიონი დაიხარჯება.

constructionenquirer.com-ის ინფორმაციით, ახალ ქარხანაში იგეგმება ყოველწლიურად აგურის წარმოების გაზრდა 85-დან 180 მილიონამდე. აღნიშნული აგურის რაოდენობით 24,000 საშუალო ზომის საოჯახო ტიპის სახლის აშენება იქნება შესაძლებელი.

ახალ აგურის ქარხანაში „Desford“ შესაძლებელი იქნება, როგორც წითელი, ასევე მოყავისფრო შეფერილობის აგურის წარმოება, რაც მოთხოვნადია დიდ ბრიტანეთში სახლების ასაშენებლად.

მსგავსი სტატიები