ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთი ჩეჩნეთში აშენდება

Construction News

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებით, ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთი რესპუბლიკაში მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება.

tass.ru-ს ინფორმაციით, ქალაქ შალიში მშენებარე მეჩეთში 20 ათასამდე ადამიანი დაეტევა. მისი ფართობი 5 ათას ჰექტრამდეა. მეჩეთის გვერდით 63-მეტრიანი 4 მინარეთი აღიმართება, ხოლო გუმბათი 43 მეტრი იქნება. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია 12 შადრევნის მოწყობა.

როგორც ჩეჩნეთის მმართველმა განაცხადა, მეჩეთს მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. მისი შიდა და გარე კედლები ბერძნული მარმარილოთი მოპირკეთდება. მეჩეთი რამზან კადიროვის სახელობის იქნება.

მეჩეთის მშენებლობა ჩეჩნეთში 2012 წელს დაიწყო.

ცნობისთვის, ჩეჩნეთში 1,100-ზე მეტი მეჩეთი ფუნქციონირებს.

მსგავსი სტატიები