ევროპის ყველაზე დიდი კაზინო კვიპროსში აშენდება

Construction News

ჰონგ-კონგურმა კომპანია „MelcoGroup“-მა ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა, რომელიც კვიპროსში სათამაშო დაწესებულებებთან ერთად, საკურორტო კომპლექს „CityofDreamsMediterranean“-ს ააშენებს.

კაზინოს, სასტუმროსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას ბერძნული კონცერნი „GEK Terna и J&P Avax“ ააშენებს.

sc-os.ru-ს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 550 მილიონი ევროა. მისი მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება და 2021 წლისთვის დასრულდება.

პროექტის მიხედვით, კაზინოში ბანქოს სათამაშო 135 მაგიდა და 1,200 სათამაშო ავტომატი განთავსდება. აზარტული თამაშებისთვის შენობის რამდენიმე სართული იქნება გამოყოფილი. მისი საერთო ფართობით 7,000 კვ.მ-ია. გარდა ამისა, კომპლექსის შემადგენლობაში იქნება 500-ნომრიანი სასტუმრო, ექსპოცენტრი, საკონცერტო დარბაზები, კლუბები, სპა-სალონები, ფიტნეს ცენტრები, რესტორნები, კაფეები და მაღაზიები. კაზინოში სტუმრებს 4,000 ადამიანი მოემსახურება.

კომპლექსის აშენებით ადგილობრივი ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას ვარაუდობს. მათი ინფორმაციით, კომპლექსი ქვეყანაში ყოველწლიურად 300 ათას ტურისტს მოიზიდავს, რაც თავის მხრივ ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

მსგავსი სტატიები