ევროპის სამშენებლო სექტორი რობოტოტექნიკის გამოყენებით მსოფლიო ლიდერია

Modern Roofing

ეკონომიკური ანალიტიკოსი “ING” კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

დოკუმენტით ირკვევა, რომ სამშენებლო სექტორში, დასაქმებულთა რაოდენობასთან მიმართებით ყველაზე მეტი რობოტი ევროპაშია – სექტორში დასაქმებულ ყოველ 10,000 ადამიანზე 1,2 რობოტი მოდის. ეს გაცილებით მეტია ვიდრე ამერიკის მონაცემები, სადაც რობოტების მაჩვენებელი 0,2 არის, ხოლო ჩინეთში კი 0,1.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია ევროპის ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებაც, მაგალითად:  ნიდერლანდებსა და ბელგიაში, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ყოველ 10,000 ადამიანზე 1,5 რობოტი მოდის, ხოლო გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში – 0,8 და 0,3.

როდესაც საკითხი “რობოტიზაციას” ეხება, ევროპელი მშენებლები უპირობოდ ლიდერობენ, თუმცა ევროპის ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არის განსხვავება. მაგალითად, ნიდერლანდებსა და ბელგიას უფრო მაღალი შეფასება აქვთ, ვიდრე გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს. რობოტებს შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა ტიპის სამუშაო მშენებლობაზე, მაგრამ პრობლემა მაღალ საინვესტიციო ხარჯებს უკავშირდება. წარმოებისგან განსხვავებით, ყველა სამშენებლო სამუშაოს შესრულება არ არის შესაძლებელი ქარხანაში (ანუ, დახურულ ტერიტორიაზე) , რაც ნიშნავს, რომ ხშირად არის საჭირო რობოტების გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში, სამშენებლო მოედანზე ტრანსპორტირების მიზნით, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს”, – აცხადებს მაირის ვან სანტე, “ING”-ის მთავარი ეკონომისტი.

KHL-ის ცნობით, კვლევა ძირითადად სამშენებლო სექტორს ეხება, თუმცა დოკუმენტში გადამამუშავებელი მრეწველობაც არის მოხსენებული, რადგან ბოლო წლებში  ეს სექტორი საგრძნობლად განვითარდა რობოტების წყალობით – აქ ყოველ 10,000 დასაქმებულზე 160 რობოტი მოდის.

მსგავსი სტატიები