ევროპის საინვესტიციო ბანკმა ინფრასტრუქტურისთვის 5 ქვეყანას €905 მილიონი გამოუყო

Construction News

ევროპის საინვესტიციო ბანკის კოლეგიაში ახალი საფინანსო სქემა დაამტკიცეს, რომლის ფარგლებში გზებისა და სარკინიგზო მშენებლობებისთვის 905 მილიონი ევრო გამოყვეს. ინფრასტრუქტურული პროექტები ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ლატვიაში განხორციელდება.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ასევე მხარს დაუჭერს სხვა პროექტებსაც, მათ შორის Karawanken-ის გვირაბის მშენებლობას, რომელიც ავსტრიისა და სლოვაკეთის საზღვრებს გადაკვეთს. Theconstructionindex-ის ინფორმაციით, დაფინანსებულ პროექტებს შორის ბერლინში საცხოვრებელი სახლებისა და ბელგიაში საავადმყოფოს მშენებლობაც მოხვდა.  

საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია 177 მილიონი ევროს ღირებულების პროექტით, რომელიც კოსოვოში, ბელარუსსა და ჰოლანდიაში წყლის რესურსების სწორად გამოყენებას ითვალისწინებს.  

ბანკის მიერ გაწეული დაფინანსება საზოგადოებას სწრაფად გადაადგილებაში, სუფთა წყლისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასა და უკეთესი ჯანდაცვის მომსახურების მიღებაში დაეხმარება. კლიმატის ცვლილება ის გამოწვევაა, რომელიც ყველაზე მწვავედ დგას ევროპისა და მსოფლიოს წინაშე. შესაბამისად, პროექტების დაფინანსებისას, ყურადღებას ვამახვილებთ, დაეხმარება თუ არა ის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას“,- აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა.

მსგავსი სტატიები