ევროპის პირველი ჭკვიანი ქალაქი ესპანეთში აშენდება

Modern Roofing

ევროპის პირველ ჭკვიან ქალაქ Elysium City-ს ესპანეთში ააშენებენ, რომელსაც ექნება საკუთარი მაღალჩქაროსნული მატარებელი, თემატური პარკები, წყლის პარკები, სასტუმროები, გოლფისა და ფეხბურთის მოედნები.

დასახლებული პუნქტის ენერგიით სრულად უზრუნველყოფა განახლებადი ენერგიის წყაროებით მოხდება.

Elysium City-ის შექმნის იდეა კომპანია „უოლტ დისნეის“ ყოფილ დირექტორს, ჯონ კორს ეკუთვნის. სწორედ მისი კომპანია „Cora Alpha“-ს მიერ არის შემუშავებული ქალაქის პროექტი. ის სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანს, რომელიც გაეროს მიერ არის შემუშავებული.

პროექტი კასტილბლანკოს მუნიციპალიტეტში, მდინარის გასწვრივ განხორციელდება. ის რამდენიმე ეტეპისგან შედგება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2023 წელს დასრულდება, მეორე კი 2028 წელს. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ Elysium City მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭკვიანი ქალაქი იქნება. ის 1,200 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ფარგლებში, ქალაქის მცხოვრებლებისთვის 2,000 სახლი აშენდება.

მსგავსი სტატიები