ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში იხსნება

Construction News

ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიის სამხრეთით, ჩრდილოეთის ზღვაში მდებარეობს. წყალქვეშა რესტორანს „ანდერი“ Under ჰქვია, რაც ნორვეგიულად საოცრებას ნიშნავს.

dailymail.co.uk-ის ინფორმაციით, წყალქვეშა რესტორანი რთულ კლიმატურ პირობებს გაუძლებს. რესტორანს სასადილო ოთახთან რვამეტრიანი კიბე აკავშირებს. სასადილო ოთახი 40 სტუმარს დაიტევს. ოთახის უზარმაზარი გამჭირვალე ფანჯრიდან ოკეანე აირეკლება.

ცნობისთვის, მსოფლიოში სულ რამდენიმე წყალქვეშა რესტორანია, მათ შორის ერთ-ერთი ნორვეგიაში აპრილის თვეში გაიხსნება.

მსგავსი სტატიები