ევროპის დღეებთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Construction News

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მსგავსი სტატიები