ევროპაში ძველი საბურავებისგან გამძლე რეზინის კრამიტი შეიმუშავეს

Modern Roofing

ძველი საბურავებისგან დამზადებული რეზინის კრამიტს შეუძლია 50 წელზე მეტ ხანს გაძლოს. მასალა ევროპაში შეიმუშავეს. რეზინის შეკუმშვისა და გაჭიმვის უნარის გამო, კრამიტი უძლებს ტემპერატურის მერყეობასა და ისეთ მექანიკურ ზემოქმედებას, როგორიც არის სეტყვა.

რეზინის კრამიტის გადახურვას გააჩნია მაღალი ჰიდროიზოლაციის თვისებები. იგი არის მყარი, არ იშლება და არ ექვემდებარება ულტრაიისფერი გამოსხივების საზიანო ზემოქმედებას. გარდა ამისა, არ ლპება და კარგად ახშობს ხმაურს. რეზინის კრამიტით მუშაობა მოსახერხებელია, რადგან ის არის მსუბუქი, ადვილად იჭრება და საკმაოდ ელასტიურია.

ლითონის გადახურვის მასალებისგან განსხვავებით, რეზინის კრამიტი არ განიცდის დეფორმაციას და არ ექვემდებარება კოროზიას.

მიუხედავად იმისა, რომ რეზინის კრამიტი მზადდება მეორადი მასალისგან, გადამუშავების ტექნოლოგიის თავისებურებების გამო, მასალა ეკოლოგიურად სუფთაა.

მსგავსი სტატიები