ევროპარლამენტმა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის წარმოება და გაყიდვა აკრძალა

Construction News

ევროკავშირის კანონმდებლობის ახალი შესწორების მიხედვით, ტერიტორიაზე ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოება და გაყიდვა იკრძალება. კანონმდებლობა 2021 წლიდან სრულად ამოქმედდება.

სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის მიღებას 560-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 35 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხება იმ ნივთებს, რომელთა ჩანაცვლება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ასევე იგეგმება შეფუთვებზე გამაფრთხილებელი წარწერების გაკეთება, რაც მომხმარებელს იმ ზიანს შეახსენებს, რომელსაც პლასტმასის ნივთები გარემოს აყენებენ.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 2 წელი მიეცემათ დირექტივის შესრულებისთვის.

The Guardian-ის ინფორმაციით, პლასტმასის ნივთებით დაბინძურება განსაკუთრებით ოკეანეებისა და სანაპიროების ეკოსისტემაზე აისახება. ყოველწლიურად ევროპაში 25 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება, რომლის მხოლოდ 30% გადამუშავდება. საზღვაო ნარჩენების 80%-ზე მეტი პლასტმასისგან შედგება.

მსგავსი სტატიები