ევროკავშირი წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის €4 მილიარდს გამოყოფს

Construction News

ევროკავშირი 10 წევრი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. გეგმის მიხედვით, 25 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის €4 მილიარდი გამოიყოფა.

ევროკავშირის ინტეგრაციის ფარგლებში საინვესტიციო პაკეტი მოიცავს ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, მალტის, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. თანხა ძირითადად მოხმარდება ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიისა და გარემოს გაუმჯობესებას.

theconstructionindex.co.uk-ის ინფორმაციით, ევროკავშირის გამოყოფილ ბიუჯეტს (€4 მილიარდს) დაემატება წევრი ქვეყნების დაფინანსება ასევე €4 მილიარდის სახით. საერთო ჯამში 25 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის €8 მილიარდი დაიხარჯება.

დაახლოებით €603 მილიონი დაიხარჯება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რუმინეთის ქალაქ კონსტანცას რეკონსტრუქციაზე. პროექტი მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე კლდის გამაგრების სამუშაოებსა და ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

მსგავსი სტატიები