ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს

Construction News

გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხის მოგვარების მიზნით, ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ეს პროექტებია: “ევროკავშირი კლიმატისთვის” (EU4Climate), “ევროკავშირი გარემოსთვის” (EU4Environment) და “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა”.

პროექტების ფარგლებში ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორებიცაა წყალმომარაგების და სანიტარიული სისტემების რეაბილიტაცია, თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობა, სამრეწველო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და ტყეების დაცვა.

ევროკავშირის გარდა, პროექტების პარტნიორები არიან TRANSTEC კონსორციუმი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).

მსგავსი სტატიები