ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

Construction News

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი, ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის შემდგომაც დაგეგმილია სახალხო ზეიმი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

ღონისძიების მიზანია ხელისუფლებას, დონორებს, ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორებს, ფართო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ახალი პროექტების მიზნები, ამოცანები, მიდგომები და აქტივობები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

დღეს ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში GRETA-ს პროექტის ოფისი გაიხსნება. GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია, განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა.

მსგავსი სტატიები