ედინბურგში ყოფილ სამეფო საავადმყოფოს საგანმანათლებლო ჰაბად გადააკეთებენ

Construction News

შოტლანდიის დედაქალაქში ყოფილ სამეფო საავადმყოფოს საგანმანათლებლო ჰაბად გადააკეთებენ. ედინბურგში ყოფილი სამედიცინო დაწესებულების გადაკეთებაზე 70 მილიონი ევრო დაიხარჯება. 

პროექტის მიხედვით, საგანმანათლებლო ჰაბის ინფრასტრუქტურა მთლიანად მოერგება სამედიცინო ლექციებს. გარდა ამისა, საგანმანათლებლო სივრცისთვის საავადმყოფოს ეზოში ახალი ოთხსართულიანი შენობაც აშენდება.

constructionenquirer.com-ის ინფორმაციით, საგანმანათლებლო ჰაბს “ედინბურგის მომავლის ინსტიტუტი” (Edinburgh Futures Institute) დაერქმევა. სამუშაოები 2021 წელს აკადემიური წლის დაწყებამდე დასრულდება.

მსგავსი სტატიები