ეგვიპტეში წითელი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთი აეროპორტი აშენდება

Construction News

ეგვიპტეში, კურორტ მარსა-ალამთან ახლოს ახალი აეროპორტში აშენდება, რომელიც უცხოელი ტურისტების გაზრდილ ნაკადებს მოემსახურება. ახალი აეროპორტი მგზავრების მიღებას უკვე 2019 წლის ივნისიდან შეძლებს.

პროექტში ჩადებული ინვესტიცია დაახლოებით 500 მილიონი ეგვიპტური ფუნტია, რაც 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია.

აეროპორტი სახელწოდებით ბერენისი უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებებით იქნება აღჭურვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის პირველი მგზავრები გერმანელი ტურისტები იქნებიან, რადგან სწორედ გერმენული ტუროპერატორები ეძებენ წითელი ზღვის სანაპიროზე ახალ ტურისტულ ადგილებს.

მსგავსი სტატიები