ეგვიპტეში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას EBRD $200 მილიონით დააფინანსებს

Construction News

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი “EBRD” ეგვიპტეში მსხვილი, სავაჭრო და გასართობი ცენტრის მშენებლობას $200 მილიონით დააფინანსებს.

პროექტის განხორციელება აღმოსავლეთ კაიროში იგეგმება, სამშენებლო სამუშაოები კი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება.

103,000 კვ.მ მოცულობის მულტიფუნქციური ცენტრი, მშენებლობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ენერგოეფექტურობის სტანდარტებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. სტანდარტების დაკმაყოფილების შედეგად, ცენტრს ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს “LEED მწვანე შენობის” ოქროს სერტიფიკატი.

ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სასწავლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდების გადამზადება მოხდება, რაც მათ, ამავე ცენტრში დასაქმების მიზნით კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება” – აღნიშნულია EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ეგვიპტეში, 2012 წლიდან EBRD-ის მიერ უკვე 5 მილიარდი ევროს მოცულობის, 90 პროექტია დაფინანსებული.

მსგავსი სტატიები