ეგვიპტეში მდებარე ხიდი “Tahya Misr” გინესის რეკორდსმენი გახდა

Construction News

ეგვიპტეში მდებარე ხიდი “Tahya Misr” გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე განიერი ბონდის ხიდი. მისი სიგრძე 17,2 კილომეტრია, ხოლო სიგანე 67,3 მეტრს შეადგენს.

ნაგებობას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი 22 მაისს გახსნის. ხიდის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებში 4,000-მდე ინჟინერი, ტექნიკოსი და მშენებელი მუშაკი იყო ჩართული. პროექტის ღირებულება $9,6 მილიონს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “Arab Contractors” აწარმოებდა, რომლის წარმომადგენლების თქმით, ყველაზე დიდი სირთულე 226,8 ტონის ლითონის სხივების გადაადგილება და დამონტაჟება იყო.  მთლიანობაში ხიდის მშენებლობისთვის მილიონ მეტრ კუბზე მეტი ბეტონი და 263,083 ტონა რკინა დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები