ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში, ავარიული სახლის ჩამონგრევის შედეგად, გერმანელი ტურისტი ქალი და ორი ადგილობრივი ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად 13 ადამიანიც დაშავდა, მათ შორის გერმანელი ტურისტებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლუქსორი ეგვიპტის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია. ქალაქი მრავალრიცხოვანი ძეგლებითა და უძველესი ტაძრებით გამოირჩევა.