შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგახსენებთ, რომ გვირაბის გავლით ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება 9 მაისს, 14:00 საათიდან – 20:00 საათამდე. რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება.