დღეს მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა

Construction News

დღეს მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2020“ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ინფრასტრუქტურული პროექტები არამხოლოდ დასაქმებას და ქართული კომპანიების ზრდას უწყობს ხელს, არამედ მომიჯნავე ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის ის არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელიც აჩვენებს ბმას ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას შორის.”

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული კომპანიების ფინანსური ბრუნვის ზრდაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ ისეთ პროექტებში ჩაერთონ, რასაც აქამდე ძირითადად საერთაშორისო კომპანიები ასრულებდნენ.

ქართული ბიზნესი იზრდება და ეძლევა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, ვითარდება მომიჯნავე სფეროებიც” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სტატიები