დღეს ილიასა და სან დიეგოს უნივერსიტეტების ახალი ტექნოლოგიური კორპუსი გაიხსნა

Construction News

დღეს, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ახალი ტექნოლოგიური კორპუსი გაიხსნა.

ოთხსართულიანი, 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.

შენობის აღჭურვა დასრულებულია და პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. აქ ისწავლიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები