დღეს აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

Construction News

დღეს აჭარაში, საზღვაო ტურისტული სეზონი “ზაფხულის ფესტივალით” იხსნება. ღონისძიების უცვლელი სლოგანია “ზაფხული იწყება აქ”, ხოლო ფესტივალის ადგილი წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარე ზღვის სანაპიროა.

ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი.

ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

“ზაფხულის ფესტივალი” რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სტატიები