დღეიდან ვახუშტის ხიდზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

Construction News

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ხიდზე ორმხრივი მოძრაობა დღეიდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს. N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს, გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, კვლავ ვახუშტის ხიდით დაუკავშირდებიან.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. გარდა ამისა, გამაგრდა ხიდის საყრდენი ბოძები.

დარჩენილია გამწვანების სამუშაოები ე.წ. კუნძულებზე, ასევე, დახაზვის სამუშაოები, რომელიც, თბილისის მერიის ცნობით, ათ დღეში განხორციელდება. ამ ეტაპზე, ხიდზე სავალი გზის მორეცხვა-დასუფთავება მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები