დუბაიში Expo2020-ის ფარგლებში $56.5 მილიონი ღირებულების გერმანული პავილიონი აშენდება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, Expo2020-ის ფარგლებში გერმანული პავილიონის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებზე $56.5 მილიონი დაიხარჯება.

constructionweekonline.com-ის ინფორმაციით, სამსართულიანი გერმანული კამპუსი 4,600 კვ.მ ფართობს დაიკავებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის მასალების 80% ახლო აღმოსავლეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იქნება. გარდა ამისა, მშენებლობისთვის 5,900 ტონა გადამუშავებად მასალას გამოიყენებენ.

დუბაიში, გერმანული კამპუსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები