დუბაიში $7,5 მლნ ღირებულების პარკის მშენებლობის შეჩერება იგეგმება

Construction News

კომპანია DXB Entertainments პარკის მშენებლობისთვის განკუთვნილ 7,5 მილიონ აშშ დოლარს Six Flags-ს 5 წლის მანძილზე გადაუხდის, თუ კომპანია უარს იტყვის პარკის მშენებლობაზე – აღნიშნულია კომპანიის ოფიცილურ განცხადებაში. ამ შემთხვევაში ამერიკულ კომპანიას აღარ ექნება პრეტენზია DXB Entertainments-სთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DXB Entertainments-მა 2019 წლის თებერვალში განაცხადა პარკის მშენებლობის პროექტის სავარაუდო შეჩერების შესახებ.

კომპანია DXB Entertainments დუბაიში თემატურ პარკებს მართავს, კერძოდ Dubai Parks და Resorts.

მაისში კომპანიამ განაცხადა კვარტალური ზარალის შესახებ, რამაც 215,7 მილიონი დირხამი (59 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ვიზიტორთა 11%-იან კლებას უკავშირდება, რაც სავარაუდოდ ახალი პარკის მშენებლობის შეჩერების საფუძველია.

მსგავსი სტატიები