დუბაიში $35 მილიონის ღირებულების ახალი ზელანდიის პავილიონის მშენებლობა დაიწყო

Construction News

დუბაიში Expo2020 – ის ფარგლებში ახალი ზელანდიის პავილიონის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით მშენებლობაზე $35 მილიონი დაიხარჯება.

აღნიშნული თანხა პავილიონის დიზაინის შესაქმნელად და მისი მშენებლობისთვის ახალი ზელანდიის მთავრობამ გამოყო. პავილიონი 438 ჰექტარს დაიკავებს. მრავალფუნქციური შენობა სპირალის ფორმის იქნება. პავილიონში საგამოფენო სივრცე, ადმინისტრაციული ოფისები, მაღაზიები და რესტორნები განთავსდება.

პროექტზე იტალიური სამშენებლო კომპანია „Cimolai Rimond Middle East“ და ბრიტანული საკონსულტაციო ჯგუფი „Mott Macdonald“ მუშაობენ. მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები