არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენში, 575 მეტრ სიმაღლეზე „The Lounge, Burj Khalifa“ გაიხსნა.
ლაუნჯს, ცათამბჯენის 152-ე, 153-ე და 154-ე სართულები უკავია. მას ტერასებიც გააჩნია, საიდანაც ჩიტის ფრენის სიმაღლიდან მომხმარებლებს ქალაქის დათვალიერება შეუძლიათ.
ლაუნჯი 12:30 საათიდან 16:00 საათამდე მომხმარებლებს ჩაის სთავაზობს, 17:30 საათიდან 19 საათამდე – კოქტეილს, ხოლო 19:30 საათიდან შუაღამემდე სტუმრები მსოფლიო ვარსკვლავების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკით ისიამოვნებენ. ვიზიტის ღირებულება 550 დირჰამიდან იწყება.
ცნობისთვის, “ბურჯ ხალიფას” სიმაღლე 828 მეტრია.
russianemirates.com