დუბაიში ფრანგული პავილიონის მშენებლობა დაიწყო

Construction News

დუბაიში Expo2020-ის ფარგლებში ფრანგული პავილიონის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით პავილიონი 4,200 კვ.მ ფართობს დაიკავებს. ფრანგული პავილიონი ეკოლოგიურად სუფთა იქნება, რომლის ასაშენებლად განახლებად და მდგრად სამშენებლო მასალებს გამოიყენებენ.

Constructionweekonline-ის ინფორმაციით, ფრანგულ პავილიონს ბელგიური სამშენებლო კომპანია „Besix“ აშენებს. Expo2020-ის ფარგლებში აღნიშნული კომპანია დუბაიში ბელგიურ პავილიონსაც ააშენებს. ფრანგული პავილიონის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.

მსგავსი სტატიები