არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, საცხოვრებელ რაიონს ააშენებენ, რომელსაც საკუთარი წყლის ატრაქციონი ექნება. ახალ რაიონში მცხოვრებლებისთვის წყლის არხს სპეციალურად გაიყვანენ.
კომპანია Emaar-მა ახალი საცხოვრებელი რაიონის – Arabian Ranches III პროექტი უკვე წარადგინა. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ წყლის ატრაქციონი იქნება.
Arabian Ranches III-ის ფარგლებში ასევე აშენდება სავაჭრო ზონა, კლუბი, საზოგადოებრივი ცენტრი, მეჩეთი, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები.
რაიონის აშენება Arabian Ranches-ის ახლოს არის დაგეგმილი. ის მოიცავდეს იქნება 30 ათას კვ.მ ფართის მქონე პარკს, 4 კილომეტრის სიგრძის ბულვარსა და ბევრ საბავშვო მოედანს.
მცხოვრებლებს ასევე ჰპირდებიან საკუთარ სკეიტ-პარკს, საპიკნიკო მოედნებს, სპორტდარბაზებს, ასევე სარბენ ბილიკებსა და კრიკეტის მინდვრებს.