დუბაიში ორიგინალური ფორმის ცათამბჯენი აშენდება

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაის  Al Sufouh-ის რაიონში 550-მეტრიანი ცათამბჯენი – “ბურჯ ჯუმეირა” (Burj Jumeira) აშენდება.

ახალი კოშკის მშენებლობა Dubai Holding-მა დაანონსა.

ცათამბჯენის დიზაინი შთაგონებულია უდაბნოს ქვიშითა და ოაზისებით. შენობის ფასადი ციფრული დისპლეებით იქნება დაფარული.

შენობის ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ კოშკის ძირს არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველის, შეიხ მოჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმის ცერა თითის ანაბეჭდის ფორმა ექნება, სადაც სხვადასხვა საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებები გაიმართება, ასევე აშენდება ტერასებიანი ღია ამფითეატრი.

“ბურჯ ჯუმეირას” მშენებლობის პირველი ეტაპი 2023 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები